19 დეკემბერია!
მგონი ორსულად ვარ!
ტესტი დადებითია!
პირველი ემოცია შიში!
ვაცნობიერებ,რომ მალე დედა გავხდები!
მალე მე პატარა არსებაზე დავიწყებ ზრუნვას!
მალე გულში ჩავიკრავ!
როგორ მიცემს გული ....
ზარი "მამასთან" ტექსტით : -"იცი მემგონი ორსულად ვარ!"
-ტესტი გაიკეთე?
-კი და შეფერადდა ორივე ხაზი მკრთალად!
-რა მაგარია! ჰაჰა! ორსულად ხარ!! მალე დედა გახდები! ვაიმეეეე !! მე მალე მოვალ სახლში! მიყვარხარ!შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე!მოვქრივარ!

მეორე დღეს ორივე ნაცნობ ექიმთან მივდივართ ეხოსკოპიაზე!
ის ძალიან ცნობილი ქალბატონია!
ვიცნობ მას დიდი ხანია!
ის არ ცდება!
პასუხი დადებითია!
-"იცით 13 იანვარს მოდით განმეორებით ეხოზე.მანამდე თავს გაუფრთხილდით!"
13 იანვარი საღამოს 6 საათი! პირველი სამშობიარო!
ნაცნობი-ცნობილი ექიმი!
-"იცით გულისცემა არ მესმის ასე, მოდი ვაგინალური ეხო გავაკეთოთ"
-"კი მაგრამ საშიში არ არის ასე მცირე ორსულობაზე?"
-"არა ! არ ინერვიულოთ! ასე გავიგო იქნებ გულისცემა ნაყოფის"
3 წუთის შემდეგ:
-"სამწუხაროა,მაგრამ ორსულობა შეწყვეტილია! ნაყოფი არ განვითარდა!
გულისცემა არ ისმის!
იცით ხდება ასე!
საშვილოსნო არასასურველ ორსულობას თავად იშორებს ხშირად!
არ ინერვიულო!
კიდევ სცადე!
მე ეხლა "ნაცნობ " გინეკოლოგთან გაგიშვებ!
ტაბლეტური აბორტი გაიკეთე!
ნუ ტირი!
დამშვიდდი!
რას იზამ? სამწუხაროა!"
მე და ჩემმა მეუღლებ სამშორბიარო დავტოვეთ მდუმარედ!
მე ცრემლები ღაპაღუპიპთ მდიოდა!
პირველ ქორწინებაში ორსულად არ დავრჩენილვარ!
მას მერე 9 წელი გავიდა!
ეს მეორე ქორწინებაა!
მე მინდა ბავშვი!
ძალიან მინდა შვილი!
ჩემი შვილი!
მინდა გავხდე დედა!
გული მტკივა!
მეუღლეს ვთხოვე დედასთან გავეყვანე.
დედა ერთადერთია ახლა ვისი ჩახუტებაც ყველაზე მეტად მინდოდა!
კარები ჩემმა ფეხმძიმე "გაბერილმა" დამ გააღო!
მასთან არაფერი შევიმჩნიე !
ოთახში შევიკეტე და დედას ყველაფერი უკვე ზლუქუნით ვუამბე!
რათქმაუნდა კარებს უკან ჩემი და ყველაფერს ისმენდა!
-"იცი ასე ბრმად ნუ ენდობი მაგ ქალს და ადექი და გადაამოწმე" კარების უკან ჩემი დის ხმა გავიგონე!
ძალიან გავბრაზდი!
-"როდის უნდა გაიზარდო"? რატომ ისმენ ჩვენს საუბარს?ეს ქალი ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეხოსკოპისტია! უკვე 2 წელია ვიცნობ ის არ ცდება!
-გადაამოწმე!
-თავი დამანებე!
დედა გულში მიკრავს და ისიც იგივეს მეუბნება!
-უნდა გადაამოწმო! ჩემი ხათრით მაინც! აბორტს ყოველთვის მოასწრებ!
-წავედი მე სახლში!
-ხვალ ერთად წავალთ ეხოზე !
-მე უკვე ჩავეწერე აბორტზე!
-ჯერ ეხოს ვიკეთებთ!
-კარგი დედა რააააააააააააააა!
სახლში მივედით!
მე საძინებლისკენ გავეშურე!
ლოგინზე ჩაცმული მოწყვეტით დავეცი!
გულამოსკვნილი ოდესმე თუ გიტირიოათ მიხვდებით, როგორ ვტიროდი!
მობილურის ხმა - მეუღლე აივანზე გადის!
მესმის როგორ ესაუბრება მამამისს!
ოთახში შემოდის და მეუბნება,რომ ხვალ 4 ეხოზე მაინც წავალთ და თუ ყველა დაადასტურებს,რომ ნაყოფი არ განვითარდა მაშინ წავალთ აბორტზე!
ეს უკვე ჩემი მამამთილის მოთხოვნა იყო!
ხმა არ ამომიღია! ჩამეძინა!
ღამე ძაგძაგმა გამაღვიძა! ჩემს გვერდით ჩემი მეორე ნახევარი სრულიად გაოფლილი ხტუნავდა ძილში!
შევაღვიძე და ტემპერატურა გავუზომე! 40 სიცხე! გაფითრებული სახე!
ადამიანი რომელიც აქეთ მიკრავს გულში და მამშვიდებს!
ხომ გაგიგიათ კაცები თავისებურად გამოხატავენ დარდს!
აი ეს სწორედ ის შემთხვევა იყო!
როგორც იქნა გათენდა!
ძველით ახალი წელი ორივემ გავათენეთ!
ლოგინიდან ავდექი!
სარკის წინ დავდექი და მაკიაჟის კეთება დავიწყე!
მალე გამოპრანჭული ჩემი მეუღლის პირისპირ დავდექი!
გამიღიმა!
ის ძალიან კარგად მიცნობდა!
ჩამეხუტა!
არ მიტირია!
გზად დედას გავუარე და წავედით!
-ბევრი რომ არ ვიაროთ პირდაპირ ჩაჩავაში წავიდეთ!
გამიგია კახა ტატიშვილი მუშაობს ეხოსკოპისტად .ამ ქალაქში ყველაზე ძლიერიაო ასე ამბობენ!
წინააღმდეგობა არავის გაუწევია!
-გამარჯობა!
-გამარჯობა! რამ მოგიყვანათ ჩემთან?
-მგონი ორსულად ვარ და მინდა გადავამოწმო !
-დაწექით! ორსულობა მშვენივრად მიმდინარეობს!
ნაყოფი უკვე 8 კვირა ნახევრისაა! ეხლა ჩაგირთავთ და მოგასმენინებთ თქვენი შვილის გულისცემასაც!
ამ სიტყვების შემდეგ ჩემი ღრიალის მეტი არაფერი ისმოდა! დერეფანში ხალხი მოგროვდა! კახა გაოგნებული მიყურებდა ხან მე ,ხან დედას და ხან ჩემს მეუღლეს!
რათქმუნდა დედამ აუხსნა ყველაფერი და ისიც რომ მისი შვილიშვილი გადაარჩინა!
ახლა ვწერ ამ ბლოგს და ეს მოუსვენარი ბიჭი ბოლომდე არ მამთავრებინებს აზრს! ლამაზია! ნიკოლოზი ქვია! მე ნიკოლოზობას გავიგე,რომ ფეხმძიმედ ვიყავი! საკეისრო რო დავნიშნე უკვე შერჩეული მქონდა სახელი და რატომღაც ექიმმა , რომ მკითხა რომელი დღე მინდოდა 11 აგვისტო თუ 12 თერთმეტი ავირჩიე!
სანამ საოპერაციო მაგიდაზე ავიდოდი ანესთეზიოლოგმა მკითხა:
- ალბათ სპეციალურად შეარჩიეთ ხომ ეს დღე მშობიარობისთვის?
გაოგნებულმა,რომ შევხედე მაშინ მითხრა რომ 11 აგვისტო წმ.ნიკოლოზის დაბადების დღე იყო!
ეს ჩემი ისტორიაა.
ეს ბლოგი კი მინდა დედიკოებს მივუძღვნა!სხვადასხვა საინტერესო სტატიების ნაკრებია! იმედი მაქვს გამოგადგებათ!

Комментариев нет:
Отправить комментарий