ჩვენ ორსულებს, ყველაზე ხშირად ორსულობის დროს კბილების პრობლემები გავწუხებს.
პირადად მე, ფეხმძიმობის 9 თვის განმავლობაში თითქმის სამ კბილზე გამიჩნდა კარიესი, ხოლო ერთი კბილი ორსულობის მეოთხე თვეს, ჩაჩავას კლინიკაში ამოვიღე. მიუხედავად იმისა, რომ არ მსურდა კბილი ამ ასაკში დამეკარგა, სხვა გზა არ მქონდა, რადგან ჩემი მდგომარეობა კბილის მკურნალობის საშუალებას არ მაძლევდა.
იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ საკმარისი ინფორმაცია თუ როგორ დავიცვათ თავი კბილების გაფუჭება-დაკარგვისაგან J , მე თქვენ ჩემი სტომატოლოგის, რჩევებს შემოგთავაზებთ, ხოლო თუ რაიმე პრობლემა უკვე შეგექმნათ კბილებთან დაკავშირებით , მის კონტაქტებსაც მოგაწვდით J
ორსულები ყველაზე ხშირად ღრძილების ანთებით იტანჯებიან, ეს განპირობებულია უმთავრესად ორსულობის დროს ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებით. ეს პრობლემა მაშინ გვაწუხებს, როდესაც კბილებიდან სისხლდენა მატულობს და ყელის გარშემო თეთრი ნადები ჩნდება. გარდა ამისა, ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლდენა კბილებიდან, კარგია თუ სავლებებს ვიხმართ. ეს შეიძლება იყოს, გვირილის ნაყენი ან სოდიანი წყლის სავლებები.
მეორე ყველაზე ხშირი პრობლემა კბილის ე.წ ”ჩატეხვაა” რასაც გვირგვინის დაშლა ქვია.
ასეთი რამ ორსულობისას მართლაც ხშირად ხდება. კარიესის პრობლემა ძირითადად კალციუმის დეფიციტს უკავშირდება. მომავალი დედიკო ხომ კალციუმს ნაყოფსაც უნაწილებს, ეს კი მის ორგანიზმში ამ ელემენტის დეფიციტს იწვევს. საჭიროების შემთხვევაში კალციუმი ნაყოფს არა კბილებიდან, არამედ ძვლებიდან მიეწოდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კარიესი, გვრიგვინის დაშლა, კარგია თუ ისეთ საკვებს მივიღებთ, რომელიც C და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. C ვიტამინს ჭარბად შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს – ხორცეული, ხორბალი, თევზი.
როგორც ჩემი ექიმი მეუბნება, ორსულებისათვის უკვე 3-4 თვიდან შეიძლება კბილების ნებისმიერი პრობლემის მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ნუ მოითმენთ ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს პირის ღრუში და მიმართეთ სტომატოლოგს. რაც შეეხება კბილების გაწმენდას, ის ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
P.S
თუ თქვენ კბილის მკურნალობისათვის ნემსის გაკეთება გიწევთ, დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადრენალინს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს, ამიტომ პირველ ტრიმესტრში, როცა ნაყოფი მტკიცედ არ არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მათი გამოყენება სასურველი არ გახლავთ. მართალია, ისეთი საანესთეზიო საშუალებებიც არსებობს, რომლებიც ადრენალინს არ შეიცავს, მაგრამ ისინი ნაკლებეფექტურია, ვინაიდან ადრენალინი ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий