ევროპელმა დიეტოლოგებმა, რომლებმაც ჩაატარეს გამოკითხვა 1500 ქალთან 25–დან 45 წლის ასაკამდე, დაადგინეს საინტერესო კანონზომიერება: თითქმის ყველა მოსამსახურე დედამ აღნიშნა, რომ ზამთრობით ისინი იმატებენ წონაში. დიასახლის დედებს ასეთი კანონზომიერება არ დაუფიქსირებიათ.
საგანგებოდ იყვნენ გამოკითხულნი ოფისებში მომუშავე დედები და გაირკვა, რომ თვით ის ქალებიც კი იმატებდნენ წონაში, რომლებიც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევდნენ და დიეტასაც იცავდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ყველა დასაქმებულ ქალს საერთო ნიშნით აერთიანებდა...მათ ოფისებსა თუ დაწესებულებებში არსებული სიგრილე!
გაირკვა – ცივ ოფისებში მომუშავე ქალების ორგანიზმი ზამთარში უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს გათბობისათვის. 18 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის დროს ხდება ენერგიისა და კალორიის აქტიური წვა. ამასთანავე, ენერგიის მხოლოდ 25 %–ს მოიხმარს ტვინი. ამდენად, ქალები, რომლებიც გრილ(ცივ) პირობებში იმყოფებიან, თავისდაუნებურად მიირთმევენ უფრო მეტსა და უფრო კალორიულ საკვებს, ვიდრე სითბოში მსხდომი ქალბატონები.
ასე და ამრიგად, ცივ შენობაში ქალები სრულიად შეუმჩნევლად აგროვებენ 5 კილოგრამს. ამიტომ, დიეტოლოგები იძლევიან რეკომენდაციას, დაწესებულებებში ჰაერის ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე ნაკლები!
Комментариев нет:
Отправить комментарий