среда, 19 октября 2016 г.

ორსული ქალისთვის მენიუს შერჩევა რთული საქმეა

ორსული ქალისთვის მენიუს შერჩევა რთული საქმეა. ორსულობის დასწყისში ქალების უმრავლესობას აქვს ტოქსიკოზი და საჭმელზე ფიქრიც კი არასასურველ შედეგს იძლევა. ორსულობის მეორე ტრიმესტრში მადა ძლიერდება, დღის წესრიგში დგება ახალი პრობლემა - ჭარბი წონა. ამიტომაც ორსულოს რაციონი ისეთი უნდა იყოს, რომ მიიღოს ყველაფერი საჭირო და არ ჰქონდეს ჭარბწონიანობის პრობლემა.
ორსულის რაციონის განხილვისას, რა თქმა უნდა, განხილულია საკვები, რომელიც აუცილებელია მომავალი დედისთვის და საკვები, რომელიც მთელი ორულობის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. აკრძალვები. ეხება სპირტიან სასმელებს, ყავა (უფრო არასასურველია, ვიდრე აკრძალული), მწარე, ცხიმიანი და ზალიან შემწვარი საჭმელი. თუმცა არ არსებობს საჭმელი, რომლის ერთჯერადი ზომიერი მოხმარება ზალიან დააზარალებს ორსულს, ან ნაყოფს. ორსული ქალი ძალიან პრეტენზიული, ამიტომაც მისი რაციონის შემდეგა დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ შეუძლებელი არ არის. სასარგებლო პროდუქტი ხომ ბევრია?! ოორსულობაშიც კი არ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლების ერთჯერადი გამოყენებაც იკრძალება მკაცრად, ანუ არც ერთ საკვებზე არ ითქმის არა!!! მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც უბრალოდ არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. ყავა და ღვინო ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, რაც არასახარბიელო შედეგს მოუტანს ორსულს. ლუდი და მარილიანი საკვები აძლიერებს დატვირთვას თირკმელზე, როლებიც ისედაც გადატვირთულები არიან ორსულობის განმავლობაში. ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის ორგანოების განვითარებაზე. შემწვარი, მწარე, შებოლილი და ცხიმიანო საკვები ხელს უწობენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გადატვირთვას. ეს ორგანოები ისედაც გადაადგილებულია ნაყოფის ზრდის გამო და ესეც ართულებს მათ ფუნქციებს. ალერგიულ ორსულ ქალებისთვის, ან ქალებს, რომელსაც აქვს ალერგიული ანამნეზი, არ არის რეკომენდებული შოკოლადის, ციტრუსების, მარწყვის, ეგზოტიკური ხილის, ზღვის პროდუქტების, თხილეულის ჭამა. გარდა ამ ალერგიული პროდუქტებისა აგრეთვე არსებობს კევრცხი, რძის პროდუქტები და სხვა საკვები, რომლებიც რომელიმე კონკრეტული ქალისთვის შესაძოა არის ალერგენი. თუ მომავალმა დედამ იცის, რომელი პროდუქტები იწვევს ალერგიას, ის პროდუქტი უნდა ამოიღოს რაციონიდან. მცენარეული წარმოშობის პროდუქტები უნდა შეადგენდნენ ორსულის დღის რაციონის 2/3, ან ნახევრს მაინც. ორსულობის ბოლო კვირებზე ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს ქალმა. ბოსტნეული და მწვანილები - შეიცავენ პროსტაგლანდინებს, რომლებზეც არის სამშობიარო გზების ელასტიურობა დამოკიდებული. გარდა ამისა, ბოსტნეულით მდიდარი დიეტა ორსულს მოუწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედებას და ხელს არ უწყობს ჭარბწონიანობას. განვითარებისთის ნაყოფს აუცილებლად სჭირდება ცხოველური ცილები, ამიტომაც ქალის რაციონში უნდა შედიოდეს 70-90 გრ ცხოველური ცილები. უმი ხილი და ბოსტენული უფრო სასარგებლოა, ვიდრე თერმულად დამუშავებული. რა თქმა უნდა, საუბარია პროდუქტებზე, რომლების უმად გამოყენებაც შეიძლება, მაგ, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი უმი ფორმით უფრო სასარგებლო, ვიდრე საჭმელში არსებული. სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა არ არის სასურველი ორსული ქალისთვის. იქ გაყიდული პროდუქტები არც სასარგებლოა და არც იაფი.

Комментариев нет:

Отправить комментарий