საკეისრო კვეთის მსვლელობისას იხსნება მუცლის ღრუს წინა კედელი, განაკვეთი უშირესად ბოქვენის თავზე ჰორიზონტალურად კეთდება, თუმცა თუ საჭიროა ნაყოფის სწრაფი ამოყვანა, განაკვეთი შესაძლოა ვერტიკალურადაც გაკეთდეს - ბოქვენიდან ჭიპის რგოლამდე. შემდგომ მეანი გადაწევს კუნთებს და შარდის ბუშტს, ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, იხსნება სანაყოფე პარკი და ამოჰყავთ ახალშობილი, ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან ხელით ხდება პლაცენტის ამოღება. საშვილოსნოიკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი.
საკეისრო კვეთა ნარკოზის ქვეშ მიმდინარეობს, იყენებენ ანესთეზიის ორ სახეობას - ენდოტრაქეულს (სანარკოზე ნივთიერებების შეყვანა ხდება სასუნთქი გზების გზით ნიღბის საშუალებით) და ეპიდურულს (სანარკოზე ნივთიერებები შეყავთ ნემსის საშუალებით ზურგის ტვინის არხში). ანესთეზიის სახეობას ირჩევს ანესთეზიოლოგი ორსული ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე.
საკეისრო კვეთის შემდგომ პირველი 24-საათის განმავლობაში საჭიროა განხორციელდეს მელოგინეზე ინტენსიური მეთვალყურეობა. მელოგინეს აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელ წამლებს (ფიზიოლოგიური მშობიარობისგან განსხვავებითორგანიზმში არ არის საკმარისი საშვილოსნოს შეკუმშვების მასტიმულირებელი ჰორმონის - ოქსიტოცინის კონცენტრაცია) და კუჭ-ნაწლავის მოქმედების აღმდგენ საშუალებებს (კუჭ-ნაწლავის გადავსება ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას), თუ არსებობს დაინფიცირების რისკი - მელოგინეს ანტიბიოტიკებსაც უწერენ.
ამის შემდგომ მელოგინის მდგომარეობის მიხედვით ქალს ურჩევენ დოზირებულად და გადაძაბვის გარეშე განახორციელოს აქტივობები - ადგეს ლოგინიდან, აიყვანოს ახალშობილი, მოუაროს პატარას, პირველ დღეებში ახალშობილის 24-საათიანი პატრონაჟი შესაძლოა მისთვის ძლიერი დატვირთვა აღმოჩნდეს და გამოიწვიოს ჭრილობის გახსნა და სისხლდენა. მიუხედავად ფიზიკური აქტივობის შეზღუდვისა, მელოგინეს საკეისრო კვეთის შემდგომ (თუ ის არ იღებს ანტიბიოტიკებს) ურჩევენ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი ახალშობილის ძუძუთი კვება.
საკეისრო კვეთის ადგილზე ნაწიბურის ჩამოყალიბების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესი ითხოვს ხანგრძლივ მოცდის პერიოდს შემდგომ ორსულობამდე, რეკომენდებულია 3 წლიანი შუალედის დაცვა. საკეისრო კვეთის შემდგომ საჭიროა ჭრილობის რეგენერაციის სტიმულირება სპეციალური საშუალებებით, ასეთი თერაპიის დაწყება ეფექტურია ოპერაციის ჩატარებისთანავე , რაც საშუალებას მისცემს ქალს პრობლემების გარეშე ბუნებრივად გააჩინოს შემდეგი შვილები.
სტატისტიკის მიხედვით, საკეისრო კვეთის მაჩვენებელი როგორც განვითარებულ, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, საკმაოდ მაღალია (მაგ. აშშ-ში ყოველი მესამე ორსულობა საკეისრო კვეთით მთავრდება -33%, საქართველოში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი, საკეისრო კვეთის ოპტიმალური დონე 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий