კვება, ძილი, მოსაქმება და ბანაობა – სულ ესაა ახალშობილის ყოველდღიური საქმიანობა და რუტინა, რომელსაც დედიკო უზრუნველყოფს. ზოგ პატარას ძალიან უყვარს ბანაობა, ზოგსაც ნაკლებად… დამწყები დედიკოსთვის კი ბანაობის რიტუალი შეიძლება სერიოზული გამოწვევა იყოს, როცა სველი და აფართხალებული პატარა ნებისმიერ წუთას შეიძლება გაგისხლტეს ხელიდან… ჩვენ შევეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხისთვის ერთ სტატიაში მოგვეყარა თავი.
სად ვაბანაოთ პატარა?
რასაკვირველია, თქვენ უკვე შეიძინეთ პაწაწინა აბაზანა ყველა საჭირო აქსესუარით. განსაკუთრებით გამოსადეგია ბადე ან დასადგმელი მოწყობილობა, რომელიც ჩვილის უსაფრთხოდ მოთავსებაში დაგვეხმარება. ოთახი, სადაც ჩვილს დავბანთ, კარგად უნდა იყოს გამთბარი. რაც შეეხება აბაზანის მდგომარეობას, იმისათვის, რომ დედას დიდხანს დახრისგან წელი არ ეტკინოს, ჯობია რაიმე შემაღლებულ და მყარ ზედაპირზე მოვათავსოთ.
მოამზადეთ ყველაფერი წინასწარ
ბავშვის ტანსაცმელი, ახალი საფენი, ქუდიანი პირსახოცი, მეორე პირსახოცი ან პლედი, თერმომეტრი, სათლი, ჰიგიენის პროდუქტები, აბაზანის აქსესუარები – ყველაფერი თუ ადგილზეა, გაშალეთ მოხერხებულ ადგილას პირსახოცი და ზედ დააწვინეთ პატარა სანამ გახდით.
როგორი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?
წყალი უნდა იყოს სასიამოვნოდ ცხელი, მაგრამ არა ძალიან. თავდაპირველად ბავშვის აბაზანაში ცივი წყალი ჩაასხით, ხოლო შემდეგ ცხელი დაუმატეთ. არასოდეს ჩააწვინოთ ბავშვი აბაზანაში, რომელშიც ჯერ კიდევ ჩაედინება წყალი, რადგან წყლის ტემპერატურა უცებ იცვლება.
ტემპერატურის გასაზომად შეგიძლიათ იყიდოთ თერმომეტრი. ზოგიერთი თერმომეტრი ლამაზი ფორმისაა და სათამაშოდაც გამოდგება. იდეალური ტემპერატურა 37-38 გრადუსია (სხეულის ტემპერატურასთან ახლოს). იმ შემთხვევაში თუ თერმომეტრით არ სარგებლობთ, ტემპერატურის დასადგენად ჯობია გამოიყენოთ არა ხელის მტევანი, არამედ იდაყვი – წყალი იდაყვს არ უნდა წვავდეს და არც ძალიან ცივი არ უნდა იყოს, არც ცხელი.
მიუხედავად იმისა, რომ ცხელ წყალში აბანავებთ, გახსოვდეთ რომ ბავშვის სხეული წყლიდან ამოყვანისას ძალიან მალე კარგავს სითბოს. ამოყვანისთანავე შემოახვიეთ სპეციალური პირსახოცი, რომელსაც ქუდიც აქვს და გაამშრალეთ. შემდეგ ისევ გაახვიეთ ახალ, მშრალ პირსახოცში ან პლედში და ჩაიხუტეთ გასათბობად, სანამ ტანსაცმელს ჩააცმევდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ცხელ წყალში აბანავებთ, გახსოვდეთ რომ ბავშვის სხეული წყლიდან ამოყვანისას ძალიან მალე კარგავს სითბოს. ამოყვანისთანავე შემოახვიეთ სპეციალური პირსახოცი, რომელსაც ქუდიც აქვს და გაამშრალეთ. შემდეგ ისევ გაახვიეთ ახალ, მშრალ პირსახოცში ან პლედში და ჩაიხუტეთ გასათბობად, სანამ ტანსაცმელს ჩააცმევდეთ.
რა სიღრმის უნდა იყოს წყალი?
ახალშობილების და ექვს თვემდე ბავშვებისთვის აბაზანაში წყლის სიღრმე 13 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება ექვს თვეზე მეტი ასაკის ბავშვებს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯდომისას წყალი მხოლოდ წელამდე წვდებოდეს.
შეიძლება თუ არა ბანაობა, თუ ჭიპი ჯერ არ მოშუშებია?
დიახ, შეიძლება. ბანაობისას არც ინფექცია შეეჭრება და არც მოშუშებას შეუშლის ხელს. ოღონდ არ დაგავიწყდეთ დაუმუშაოთ ყოველი ბანაობის შემდეგ ისე, როგორც ამას თქვენი ექიმი გირჩევთ.
ჰიგიენის საშუალებები
პირველი რამოდენიმე კვირის მანძილზე სრულიად საკმარისია წყლის აბაზანები და სპეციალური რბილი ღრუბლის გამოყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ბალახების აბაზანები, როგორიცაა გვირილა, ორკბილა და ა.შ. თანამედროვე ბადუზანები და შამპუნები სიცოცხლის პირველივე დღიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ბანაობა და უსაფრთხოება
უმჯობესია, თუ სპეციალურ ბადეს ან დასადგამს იყიდით, რომელიც ბავშვის აბაზანაში თავსდება და ჩვილის და დედის კომფორტს უზრუნველყოფს – ბავშვი წყალში არ ჩაცურდება, თქვენ კი ორივე ხელი თავისუფალი გექნებათ. ჩაწვენისას მოკიდეთ ერთი ხელი ტაკოზე, ხოლო მეორე ხელით მხრები და ტავი დაუჭირეთ და ასე ჩააწვინეთ. თუ სპეციალური ბადე ან სკამი არ გაქვთ, ჩაწვენის შემდეგ შეგიძლიათ ცალი ხელით ისევ თავი და მხრები დაიჭიროთ, ხოლო მეორე ტავისუფალი ხელით იმოქმედოთ.
მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა რაიმე დამატებით მოწყობილობას, არასოდეს დატოვოთ ბავშვი აბაზანაში მარტო. თუნდაც უფროსი ბავშვი გეხმარებოდეთ დაბანაში და ყოველთვის მხედველობის არეში გყავდეთ. მოუსვენარი პატარა შეიძლება წამებში აღმოჩნდეს წყალში. არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წამით არ გაუშვათ ხელი.
რამდენად ხშირად უნდა ვაბანავოთ პატარა?
ეს თქვენზე და თქვენს ბავშვზეა დამოკიდებული. აბაზანა ბავშვების უმეტესობას ამშვიდებს, მაგრამ თუ ბავშვს კატეგორიულად არ მოწონს თბილ წყალში ყოფნა, შეგიძლიათ ახალშობილი კვირაში სამ-ოთხჯერ აბანავოთ. თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები დაბადების პირველივე დღეებზეა გათვლილი.
უსაფრთხოა თუ არა ბავშვთან ერთად აბაზანის მიღება?
კანით-კანზე კონტაქტი ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის, მაგრამ სიცოცხლის პირველ თვეებში, როცა ის ძალიან უსუსურია, მთელი ყურადღება პატარაზე უნდა იყოს გადატანილი და საკუთარ აბაზანაში ბანაობდეს. როცა ცოტა წამოიზრდება შეგიძლიათ ერთად მიიღოთ აბაზანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედიკოც და ბავშვის ჯანმრთელია და გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც აბაზანაში ჩასვლისას ბავშვს მოგაწოდებთ და ამოსვლისას გამოგართმევთ. სანამ ბავშვთან ერთად მიიღებთ აბაზანას, წინასწარ იბანავეთ და მოამზადეთ აბაზანა ისე, როგორც ბავშვისთვის მოამზადებდით.
შეიძლება ბავშვი რამოდენიმე წამით მარტო დავტოვოთ, თუ რამე დაგვავიწყდა და შემოსატანია?
არავითარ შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უბედური შემთხვევა შეიძლება წამებში მოხდეს. თუ ტელეფონი რეკავს, კარზე ზარია, ან რაიმე გადაუდებელი ხდება, ამოიყვანეთ აბაზანიდან, გაახვიეთ პირსახოცში და მასთან ერთად გადით აბაზანიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий